საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრის, ცენტრალურ თავდამსხმელ გიორგი შერმადინით ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "უნიკახა" დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ შერმადინმა 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონი ევროპის ჯუჯა სახელმწიფო ანდორის ამავე სახელწოდების გუნდ "ანდორაში" გაატარა, რომელიც ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს.
შერმადინით სხვა გუნდების დაინტერესება არავის გაჰკვირვებია, რადგან გიორგიმ შესანიშნავად ჩაატარა განვლილი სეზონი და გამოკითხვის შედეგად დასახელებულ ესპანეთის ჩემპიონატის სამ საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა.