6-წლიანი განშორების შემდეგ ფაბიო ბორინი იტალიის სერია A-ს უბრუნდება. აწ უკვე “სანდერლენდის” ყოფილი ფეხბურთელის ყიდვას “მილანი” გეგმავს და 26 წლის თავდამსხმელი ხუთშაბათს, დილის 8 საათზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
აღნიშნული ინფორმაცია “როსონერის” სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელმა Sky-სთან დაადასტურა.
სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდგომ იტალიელი იქნება მე-5 ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარის დროს, რომელსაც “მილანი” შეიძენს. ბორინთან ერთად ჯერ კიდევ თავის რიგს ელოდებიან კონტი და კალინიჩი.
ფაბიო ბორინმა კარიერა “ჩელსიში” 2009-2010 წლებში დაიწყო. უთამაშია “სუონში, “პარმაში”, “რომაში”, “ლივერპულში” და “სანდერლენდში”. გასულ სეზონში “შავი კატების” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 27 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.