ფეხბურთი

17:24 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: “მადრიდში ღმერთი ვარ”

Gazzetta dello Sport-მა ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდთან, რონალდოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ფეხბურთელმა წარსული გაიხსენა, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც. როგორც ფენომენმა თქვა “ინტერი” სამუდამოდ დარჩება მის გულში.

აქვე მცირე ამონარიდები ინტერვიუდან:

“დღევანდელი დღესავით მახსოვს “ინტერში” მოსვლა. სახლში ვიყავი, აივანზე გამოვედი და რას ვხედავ, ხალხი ქუჩაშია გამოსული დროშებით და ჩემს სახელს სკანდირებენ. აი სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი და “ნერაძურის” სიყვარული. ისეთი სიხარული და სიყვარული ვიგრძენი, ცრემლები ვერ დავმალე. თუმცა იმედგაცრუებული ვარ, რადგან მათ საუკეთესო რონალდო ვერ ვაგრძნობინე, ვერ მოვიგე ნანატრი სკუდეტო”.

კითხვას, აპირებს თუ არა მომავალში “ინტერთან” რაიმე სახით თანამშრომლობას, რონალდომ შემდეგნაირი პასუხი გასცა:

“ნება მომეცით კარგად აგიხსნათ. მე მადრიდში ღმერთი ვარ, ფლორენტინო პერესმა ახლახან განაახლა ჩემი კონტრაქტი ელჩის თანამდებობაზე. თუმცა მსურს სხვა გამოცდილებაც მივიღო, თუნდაც მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ამისათვის საჭიროა რომელიმე პატარა კლუბი ჩავიბარო, რადგან იქ ბევრი რამ ვისწავლო. ასევე მინდოდა საფეხბურთო სკოლის გახსნა - “რონალდოს აკადემია”.

“მილანს” რაც შეეხება, იქ მე ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მივიღე”.

“ინტერის” ამჟამინდელ სიტუაციაზე რა შემიძლია გითხრათ. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდს მხოლოდ ფეხბურთელებით ვერ ააწყობ, მას კარგი მენეჯმენტი სჭირდება. მენეჯერთა ჯგუფი, რომლებიც ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. დროა დაუბრუნდეს ევროპას. მას ელოდება გულშემატკივარი და მთელი ევროპა” – თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდო “ინტერში 1997-2002 წლებში თამაშობდა და გულშემატკივარმა ის მალევე შეიყვარა. პირველივე სეზონში მოიპოვა ოქროს ბუცი, ოქროს ბურთი და ფიფას წლის ფეხბურთელის ტიტული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113101