ქართული გუნდებიდან ყველაზე ტიტულოვანი საკალათბურთო კლუბი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ,,დინამო’’, 2017-2018 წლების საკალათბურთო სეზონში ევროპის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს.
ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,დინამოს’’ პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა
შეგახსენებთ, რომ ,,დინამოს’’ დამოუკიდებელ საქართველოში ყველა საკალათბურთო ტურნირი აქვს მოგებული.
არის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, ამავე ტურნირის ორგზის ფინალისტი, ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალიტი. ოთხჯერ მოიგო ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ამდენჯერვე იყო ამ ქვეყნის თასის მფლობელი.