“მანჩესტერ იუნაიტედის” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ მის თანამემამულე ანტუან გრიზმანზე ისაუბრა და მას ბედნიერება უსურვა “ატლეტიკოში”. მოგეხსენებათ “წითელი ეშმაკები” აქტიურად იყვნენ გრიზმანით დაინტერესებული, თუმცა ფრანგმა გადაწყვითა არ დატოვოს მადრიდი და მომდევნო სეზონში კვლავ პრიმერადივიზიონში ითამაშოს.
“მე მინდა გრიზმანს ბედნიერება ვუსურვო და ბევრი წარმატება იქ, სადაც არის. იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში”.
პოგბამ ასევე აწ უკვე დასრულებული სეზონიც შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა – “ჩვენ დავბრუნდით ჩემპიონთა ლიგაზე და ახალი სეზონიდან ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა იქნება. ეს ის არის, რაც მინდოდა”, - თქვა პოგბამ.