ფეხბურთი

17:05 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას პრესსამსახური: რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს დოპინგი არ მიუღიათ

2014 წელს რუსეთის ეროვნული ნაკრების ყველა წევრს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე და ასევე ტურნირის მსვლელობის დროს დოპინგ-ტესტი ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითი იყო. აღნიშნული ინფორმაცია რუსულ გამოცემა TASS-ს მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, დოპინგ-სკანდალში 1000-ზე მეტი სპორტსმენიდან 34 ფეხბურთელიცაა. მათ შორისაა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მონაწილე რუსეთის ნაკრების 23 ფეხბურთელი.

"მიმდინარე კონფედერაციათა თასზე ფეხბურთელებს ტესტი უტარდებათ და პასუხი უარყოფითია. ასევე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილეს, მათ შორის რუსეთის ნაკრების მოთამაშეებსაც ჩაუტარდათ დოპინგ ტესტი და იმ შემთხვევაშიც პასუხი უარყოფითი იყო. ყველა სინჯი გაგზავნილი იყო ლოზანაში მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოში და იქაც გამოიკვლიეს. ფიფა ადასტურებს, რომ აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით ანტიდოპინგურ სააგენტოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ჯერჯერობით გამოძიების მიმდინარეობის დროს ვერავის სახელს ვერ დაასახელებს." - განუცხადესს TASS-ს ფიფას პრესსამსახურში.

ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება ფიფას არ გაუკეთებია. ასევე მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოც დუმს.

0.138261