“მანჩესტერ იუნაიტედმა” თვალი “ბაიერნის” ახალგაზრდა ნახევარმცველს, რენატუ სანშეშს დაადგა. გამომდინარე იქიდან, რომ პორტუგალიელის პოზიციაზე გერმანელებმა უკვე დაიმატეს “ლიონიდან” კორანტენ ტოლისო, ისინი მზად არიან, 19 წლის მოთამაშეს შეელიონ.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “ბაიერნი” სანშეშში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს, თუმცა მზადაა, თანხა 23-ამდე შეამციროს. “წითელ ეშმაკებს” ეს შეთავაზება სავსებით აკმაყოფილებთ.
ამ ტრანსფერით ყველაზე მეტად მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუა დაინტერესებული.
გასულ სეზონში სანშეშმა ბუნდესლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი დიდად ვერაფრით დაგვამახსოვრა.