კალათბურთი

12:07 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთხთა ფინალის სრული შემადგენლობა ხვალ გაირკვევა

Junior NBA-GBF ლიგის მორიგი სეზონი დასასრულს უახლოვდება. დაგეგმილია ოთხთა ფინალის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ამერიკელი სტუმრები ჩამოვლენ და ყველაზე მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.

აშშ-დან თბილისში Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალის გასალამაზებლად შოუ-ბატუტისტთა გუნდი ჩამოდის, რომელიც მაყურებლებს საინტერესო აკრობატულ ნომრებს შესთავაზებს.

ამასობაში გაირკვა ოთხთა ფინალის 2 მონაწილე. აღმოსავლეთ კონფერენციის 3 დივიზიონიდან პლეი-ოფში გასულმა 8 გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან დაიწყო. პლეი-ოფის პირველ რაუნდში „ჰიუნდაიმ“ „ზაზა 2“-ს მოუგო, „ზაზა 1“-მა „ოვერტაიმს“ აჯობა, „რუსთავმა“ „ფოთი“ დაამარცხა, ხოლო „აკადემიამ“ „ბათუმის“ გუნდი ჩამოიშორა გზიდან.

გაიმართა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური მატჩები, რომელშიც „ჩიკაგო ბულსის“ სახელით მოასპარეზე „ზაზა 1“-მა „ბრუკლინ ნეთსს“, ანუ „აკადემიას“ სძლია, ხოლო „ფილადელფიას“ სახელით მოთამაშე „ჰიუნდაიმ“ რუსთავის „დეტროიტ პისტონზი“ დაამარცხა.

„ზაზა 1“ და „ჰიუნდაი“ ოთხთა ფინალში არიან და ელოდებიან მეტოქეებს, რომელთა ვინაობაც 25 ივნისს გაირკვევა.

26-27 ივნისს, Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალის ფარგლებში გაიმართება Junior NBA-ს წარმომადგენელთა საწვრთნელი კემპი, რომელშიც ლიგის მონაწილე ქართველი მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას.

0.126751