ცნობილმა პორტალმა FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა 50-ეული გამოაქვეყნა, ხოლო პირველი ადგილი ლონდონის „ჩელსის“ იტალიელ დამრიგებელ ანტონიო კონტეს მიაკუთვნა.
„მან დაამკტიცა, რომ შესანიშნავად შეუძლია მუშაობა სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დონეზე. მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებებს საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, იგი პირველია“, - წერს გამოცემა.
ამავე გამოცემის ვერსიით, მეორე ადგილი მადრიდის „რეალის“ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ერგო, ხოლო მესამე პოზიცია „იუვენტუსის“ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ხვდა წილად.
მეოთხე ადგილზე დიეგო სიმეონე გავიდა „ატლეტიკოდან“, ხოლო საუკეთესო ხუთეული ჟოზე მოურინიომ დაასრულა.