“სან ანტონიო სპურსი” “კლიპერსის” გამთამაშებლით, კრის პოლით და “ნიუ იორკის” უკანახაზელით, დერეკ როუზით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტეხასელები ორივე ან ერთ-ერთი კალათბურთის გადაბირებას შეეცდებიან. ორივე მოთამაშე 1 ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება.
“სან ანტონიოს” გამთამაშებლის პოზიციაზე პრობლემები აქვს, ტონი პარკერს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.