კალათბურთი

22:36 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსმა” და “ბრუკლინმა” კალათბურთელები გაცვალეს

“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ბრუკლინ ნეთსში” ტიმოფეი მოზგოვი და დეანჯელო რასელი გაუშვა, ვის სანაცვლოდაც ნიუიორკული კლუბისგან ბრუკ ლოპესი და დრაფტზე 27-ე არჩევანი მიიღო. “ლეიკერსმა” მოზგოვის გაშვებით სახელფასო ფონდი გაითავისუფლა და დიდი ალბათობით, პოლ ჯორჯს დაიმატებს.

მოზგოვი განვლილ სეზონში საშუალოდ 7,4 ქულასა და 4,9 მოხსნას აგროვებდა. ბრუკ ლოპესი კი 20,5 ქულასა და 5,4 მოხსნას ითვლიდა.

0.114393