ჩოგბურთი

11:45 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ჰალეს მე-9 ტიტულისკენ მიიწევს

დიდი სლემის სერიის ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ჰალეს ტურნირის 1/8-ფინალში გერმანელი მიშა ზვერევი 7:6, 6:4 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 32 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში როჯერმა ტაი-ბრეიკზე 7:4 მოიგო. მეორე პარტიაში კი ფედერერმა გადამწყვეტი ბრეიკი 4:4-ზე შეასრულა.

1/4-ფინალში როჯერ ფედერერი გერმანელ ფლორიან მაიერს შეხვდება.

ფედერერს კარიერაში ყველაზე მეტჯერ (8-ჯერ) სწორედ ჰალეს ტურნირი აქვს მოგებული (2003, 2004, 2005, 2006, 2008, 2013, 2014, 2015).

ჰალეს შეჯიბრების საპრიზო გონდი 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.

0.116822