ფეხბურთი

23:25 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბანეგა “სევილიაში” ბრუნდება

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ევერ ბანეგა “სევილიაში” ბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბები ტრანსფერის ღირებულებაზე უკვე შეთანხმდნენ, სევილიელები ბანეგაში 9 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ბანეგა “სევილიას” ღირსებას 2014-16 წლებში იცავდა, სადაც 59 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. განვლილ სეზონში “ინტერის” მაისურით სერია ა-ს 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115302