ფეხბურთი

11:23 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: გერმანია 1/2 ფინალთან ახლოს, იტალია ბეწვის ხიდზე (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე მეორე ტურიც მიილია. C ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლის შანსი კი, ერთბაშად სამ გუნდს აქვს - მართალია, გერმანია ძალზე ახლოსაა პლეი-ოფთან, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ალემანები შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ.

შტეფან კუნცის გუნდმა ჩეხეთის შემდეგ დანიის ნაკრებთანაც ჩინებული ფეხბურთი აჩვენა და მორიგი სამი ქულა მიითვალა. სკანდინავიელებმა მრისხანე მეტოქეს პირველი ტაიმი გაუძლეს, მაგრამ მეორე ნახევარში სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და სამი უპასუხო გოლი მიიღეს. გერმანელთაგან ანგარიში დევი სელკემ გახსნა, ხოლო შემდეგ შტეფან კემპფმა და ნადირ ამირმაც იხეირეს. გერმანიას 6 ქულა აქვს და ბოლო ტურში იტალიის ნაკრებთან თუ არ წააგებს, პირველ ადგილზე დანამდვილებით გავა.

აი, იტალიის საქმე კი მეტად რთულადაა. არადა, ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდი ჩინებულადაა დაკომპლექტებული და ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა. ამას დანიასთან დამაჯეებელი გამარჯვებაც დაერთო თან. და მაინც, „აძურინიმ“ ჩეხეთთან ვერაფერი გააწყო და დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომების გამო 1:3 წააგო. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ იტალია დიდ უპირატესობა სფლობდა და საგოლე მომენტები ისე რომ გამოეყენებინა, როგორც ეს ჩეხეთმა გააკეთა მოიგებდა.

ახლა, ბოლო ტურში იტალია გერმანიას, ხოლო ჩეხეთი აუსტაიდერ დანიას ხვდება. მოკლედ, ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ქვეჯგუფში და ვნახოთ, საინტერესო ბოლო ტური გველოდება.

ჩეხეთი - იტალია 3:1 (1:0)

ტიჩი, „მიეისკი“

მაყურებელი: 13 251

ჩეხეთი (4-1-4-1): ზიმა; ჰაველი, ლოიფტნერი, შიმიჩი, ჰოლცერი; ჰუბინეკი (ჩორი 77); იანკტო, სუჩეკი, ტრავნიკი, ჰაშეკი (ჰავლიკი 66); შიკი (საჩეკი 83)

მწვრთნელი: ვიტეშლავ ლავიცკა

იტალია (4-3-3): დონარუმა; კონტი, რუგანი, ფერარი, კალაბრია; გრასი (კიეზა 54), კატალდი (ჩერი 83), პელეგრინი; ბერარდი, პეტანია, ბერნარდესკი (გალიარდინი 75)

მწვრთნელი: ლუიჯი დი ბიაჯო

გოლები: 1:0 ტრავნიკი (24), 1:1 ბერარდი (70), 2:1 ჰავლიკი (79), 3:1 ლოიფტნერი (85)

გაფრთხილება: ჰუბნიკი (18), ჰავლიკი (76) - ბერარდი (29), კატალდი (34), კონტი (73), ჩერი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

გერმანია - დანია 3:0 (0:0)

კრაკოვი, „იოზეფ პილსუდსკი“

მაყურებელი: 9 298

გერმანია (4-2-3-1): პოლერბსბეკი; ტოლიანი, შტარკი, კემპფი, გერჰარდტი; დაუდი, არნოლდი (ამირი 65); ვეიზერი (იუნგი 66), მეიერი, გნაბრი (ოზტუნალი 80); სელკე

მწვრთნელი: შტეფან კუნცი

დანია (4-2-3-1): ჰოიბერგი; ჰოლსტი, ბანგაარდი, მაქსოე, ბლააბიერგი (პედერსენი 62); კრისტენსენი, ნორგაარდი; ნილსენი (ზოჰორე 56), დოილენდი, ჰულსაგერი (იენსენი 80); ინგვატსენი

მწვრთნელი: ნილს ფრედერიკსენი

გოლები: 1:0 სელკე (53), 2:0 კემპფი (73), 3:0 ამირი (79)

გაფრთხილება: იუნგი (76), ტოლიანი (84), შტარკი (90) - კსრისტენსენი (13), დოილენდი (46), ბანგაარდი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 11 (7) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: სერდარ გოიზებოიუკი (ჰოლანდია)

0.219491