კალათბურთი

22:45 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,აკადემიამ’’ რეგულარულის გამარჯვებულს მოუგო

მოულოდნელი შედეგით დასრულდა 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია, სადაც ერთმანეთს რეგულარული პირველობის გამარჯვებული ,,ორბი’’ და მეოთხეადგილოსანი ,,აკადემია’’ ხვდებოდნენ.

1:1-ის შემდეგ საჭირო გახდა მესამე, დამატებითი შეხვედრის ჩატარება. დამაჯერებელი ანგარიშით 86: 77 გაიმარჯვა ,,აკადემიამ’’ და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი ფრედ 41: 41 დასრულდა. მეორე ტაიმმა ,,აკადემიას’’ უპირატესობით ჩაიარა და შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.

27 ქულით ყველაზე შედერგიანი ,,ორბის’’წევრი გიორგი ბიჭიაშვილი იყო. ,,აკლადემიას’’ შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ლაშა მიქელაძემ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა და 16 მოხსნაა.

0.113257