დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ერთეულთა თანრიგში 1100-ე შეხვედრა მოიგო. ჰალეს ტურნირის პირველ წრეში იაპონელი იუჩი სუგიტა მარტივად 6:3, 6:1 დაამარცხა. როჯერს შეხვედრის მოსაგებად სულ 52 წუთი დასჭირდა.
1/8-ფინალში როჯერი მსოფლიოს 29-ე ნომერს მიშა ზვერევს შეხვდება. მატჩი 22 ივნისს გაიმართება.
ერთეულთა თანრიგში როჯერს მოგებების რაოდენობით მხოლოდ მხოლოდ ჯიმი კონორსი უსწრებს, რომელსაც 1256 გამარჯვება აქვს.
ფედერერს კარიერაში ყველაზე მეტჯერ (რვაჯერ) ჰალეს ტურნირი აქვს მოგებული (2003, 2004, 2005, 2006, 2008, 2013, 2014, 2015)
ჰალეს ტურნირის საპრიზო ფონდი 1.8 მილიონ ევროს შეადგენს.