კალათბურთი

23:08 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბილაფსი შესაძლოა “კლივლენდის” პრეზიდენტი გახდეს

40 წლის ლეგენდარული კალათბურთელი ჩონსი ბილაფსი შესაძლოა “კლივლენდ კავალიერსის” პრეზიდენტი გახდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “კლივლენდის” მფლობელი დენ ჟილბერტი გუნდის პრეზიდენტის ვაკანტურ ადგილზე სწორედ ბილაფსის კანდიდატურას განიხილავს.

ბილაფსი, როგორც კალათბურთელი “ბოსტონში”, “ტორონტოში”, “დენვერში”, “მინესოტაში”, ნიუ იორკში” და “ლეიკერსში” თამაშობდა. ჩონსიმ 2014 წელს კარიერა “დეტროიტში” დაასრულა, ის ამავე გუნდთან ერთად 2004 წელს ნბა-ს ჩემპიონი გახდა.

0.115592