ფეხბურთი

10:55 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამო" ჯაბა დვალის დამატებას ცდილობს

ბათუმის „დინამო“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. როგორც გავიგეთ, აჭარულ გუნდს ჯაბა დვალის დამატებას სურს. WORLDSPORT.GE-ს ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელსა და „დინამოს“ შორის უკვე მიდის მოლაპარაკება და წესით, უახლოეს დღეებში ყველაფერი უნდა გადაწყდეს. გარდა დვალისა, ზღვისპირელები რამდენიმე ლეგიონერსაც აკვირდებიან.

რაც შეეხება ჯაბა დვალს - იგი ამჟამად ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდის და ბოლნისის "სიონის" რიგებში ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

ცნობილია, რომ „დინამო“ ევროპა ლიგის თამაშს ქუთაისში ჩაატარებს, მაგრამ წილისყრით ისე მოხდა, რომ „ტორპედოსაც“ საშინაო თამაში 6 ივლისს უწევს. ამის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ბათუმელები პირველ მატჩს არა სტუმრად, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი, არამედ შინ, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 29 ივნისს გამართავენ.

შეგახსენებთ, ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონური „იაგელონია“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111877