ჩოგბურთი

11:53 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელი მალდინი საჩოგბურთო კარიერას იწყებს  

“მილანისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი 48 წლის ასაკში საჩოგბურთო კარიერას იწყებს. მალდინი და მისი მწვრთნელი სტეფანო ლანდონი წყვილთა თანრიგში Milan Challenger-ის ტურნირზე იასპარეზებენ. ტურნირი 26 ივნისს იწყება, რა დროისთვისაც მალდინი უკვე 49 წლის იქნება.

მალდინიმ “მილანის” შემადგენლობაში 902 შეხვედრა ჩაატარა, რაც კლუბის რეკორდია და 33 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში 126 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.146527