ფეხბურთი

10:11 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: გერმანიის და იტალიის დამაჯერებელი სტარტი (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე C ჯგუფის ბინადრებიც ჩაერთვნენ. როგორც თავიდანვე იყო მოსალოდნელი, წესით, პირველი ადგილი ორ ნაკრებს შორის, გერმანია-იტალია, უნდა გათამაშდეს. ალემანებმაც და აპენინელებმაც მეტად დამაჯერებელი გამარჯვებები იზეიმეს.

თავდაპირველად გერმანიის ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა ადვილად. კლასში სხვაობა მთელი თამაში იგრძნობოდა და შტეფან კუნცის შეგირდებს დამაგვირგვინებელ ფაზაში ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, უფრო სოლიდური იქნებოდა სხვაობა. თუმცა, გერმანია პირველი ტაიმის მიწურულს მაქს მეიერის, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში სერჟ გნაბრის გატანილ გოლებს დასჯერდა.

იგივე ანგარიშით მოიგო იტალიის ნაკრებმაც. „აძურინის“ დანიასთან პირველ ტაიმში გაუჭირდა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზევე ლორენცო პელეგრინიმ ულამაზესი გოლით გახსნა ანგარიში და ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდმა საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანა. ბოლოსკენ ანდრეა პეტანიამაც თქვა თავისი სიტყვა - 2:0.

მომდევნო ტურში იტალია ჩეხეთს, გერმანია კი დანიას ეთამაშება.

გერმანია - ჩეხეთი 2:0 (1:0)

ტიჩი, „მიეისკი“

მაყურებელი: 14 051

გერმანია (4-2-3-1): პოლერსბეკი; ტოლიანი, შტარკი, კემპფი, გერჰარდტი; დაუდი (იუნგი 66), არნოლდი; ვეიზერი (ფილიპი 76), მეიერი, გნაბრი; სელკე

მწვრთნელი: შტეფან კუნცი

ჩეხეთი (4-1-4-1): ზიმა; საჩეკი (ჩორი 82), ლუფტნერი, სიმიჩი, ჰაველი; სუჩეკი; ჩერნი (ჰასეკი 72), ტრავნიკი, სევჩიკი (ბარაკი 56), იანკტო; შიკი

მწვრთნელი: ვიტესჟლავ ლავიცკა

გოლები: 1:0 მეიერი (44), 2:0 გნაბრი (50)

გაფრთხილება: ტრავნიკი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 7 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ხესუს ხილი (ესპანეთი)

დანია - იტალია 0:2 (0:0)

კრაკოვი, „კრაკოვ სთედიუმი“

მაყურებელი: 8 754

დანია (4-4-2): ჰოიბერგი; ჰოლსტი, ბანგარდი, მაქსო, ბლაბერგი; ჰულსაგერი, ნორგაარდი, კრისტენსენი, ბორსტინგი (დოლუნდი 79); ანდერსენი (მარკონდესი 80), ინგვარსტენი (ზოჰორე 72)

მწვრთნელი: ნილს ფრედერიკსენი

იტალია (4-3-3): დონარუმა; კონტი, რუგანი, კალდარა, ბარეკა; ბენასი (გრასი 73), გალიარდინი, პელეგრინი; ბერარდი (კიეზა 67), პეტანია (ჩერი 88), ბერნარდესკი

მწვრთნელი: ლუიჯი დი ბიაჯო

გოლები: 0:1 პელეგრინი (54), 0:2 პეტანია (86)

გაფრთხილება: ნორგაარდი (26), ჰოლსტი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 12 (8) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

0.294558