იტალიის ეროვნული ნაკრების და "ატალანტას" მცველი ანდრეა კონტი "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა. როგორც Sky Sport Italia იუწყება, ბერგამულმა კლუბმა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30-დან 25 მილიონ ევრომდე შეამცირა და მზადაა "მილანს" მცველი ამ თანხის სანაცვლოდ მიყიდოს.
როგორც ცნობილია "სკუადრა აძურას" წევრს "როსონერის" რიგებში თამაშის სურვილი აქვს. კონტი "ატალანტას" აკადემიის აღზრდილია. გასულ სეზონში ანდრეამ 35 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. კარგი თამაშის წყალობით მცველმა იტალიის ნაკრებში თამაში დაიმსახურა.