ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღეს B ჯგუფის მატჩები გაიმართა. ფავორიტად თავიდანვე ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები მიიჩნეოდნენ და ეს პირველმა ტურმაც ცხადყო - პორტუგალიამ სერბეთს, ხოლო ესპანეთმა მაკედონიას მოუგო.
ლუზიტანელებმა სერბთა კარში თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ჯერ გედეშმა აიღო მილინკოვიჩ-სავიჩის კარი, ხოლო თამაშის მიწურულს რენატუ სანჩესის ფანტასტიკური პასის შემდეგ ბრუნო ფერნანდესმა გაიტანა და თამაშს წერტილი დაუსვა - 2:0.
ესპანეთის ნაკრები კი, არამარტო ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტად განიხილება და შესაბამისად, დებიუტანტი მაკედონიის განადგურება არ გასჭირვებია. დიდებულად გაისარჯა მადრიდის „რეალის“ ამომავალი ვარსკვლავი მარკო ასენსიო, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. თითოჯერ საულ ნიგეზმა და ჟერარ დეულოფეუმაც იხეირეს.
ამ ჯგუფიდან ნახევარფინალისტის ვინაობას უდაოდ ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩი გაარკვევს. თუმცა, იმის დიდი შანსიცაა, რომ საუკეთესო ოთხეულში ორივე მოხვდეს, როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი.
პორტუგალია - სერბეთი 2:0 (1:0)
ბიგდოსჟი, „ბიგდოსჟ სთედიუმი“
მაყურებელი: 10 724
პორტუგალია (4-3-3): ვარელა; კანსელო, ედგარ იე, სემედუ, როდრიგესი; კარვალიო (სანჩესი 59), ნევეში, ბრუნო ფერნანდესი; გედეში, პოდენსე (მედეიროში 68), დიოგო ჟოტა (ბრუმა 46)
მწვრთნელი: რუი ჟორჟე
სერბეთი (4-4-2): მილინკოვიჩ-სავიჩი; გაიჩი, იოვანოვიჩი, ველიკოვიჩი, ანტონოვი; ჟივკოვიჩი, გრუიჩი (რადონჩიჩი 68), მაკსიმოვიჩი, გაჩინოვიჩი; ჯურჯევიჩი (ოზეგოვიჩი 74), კავრიჩი (პლავსიჩი 46)
მწვრთნელი: ნენად ლალატოვიჩი
გოლები: 1:0 გედეში (37), 2:0 ბრუნო ფერნანდესი (88)
გაფრთხილება: სემედუ (19), ბრუმა (78), ბრუნო ფერნანდესი (81) - გრუიჩი (4), გაჩინოვიჩი (51), ანტონოვი (55), გაიჩი (70)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 6 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)
ესპანეთი - მაკედონია 5:0 (3:0)
გდანსკი, „მიესკი გოსირი“
მაყურებელი: 8 268
ესპანეთი (4-3-3): არიზაბალაგა; ბელერინი, მერე, ვალეხო, გაია; სუარესი, ლორენტე, საულ ნიგეზი; დეულოფეუ (სებალიოსი 63), რამირესი (უილიამსი 74), ასენსიო (ოიარზაბალი 81)
მწვრთნელი: ალბერტ სელადესი
მაკედონია (4-2-3-1): ალეკსოვსკი; ბეიტულაი, ჟაიკოვი, ველკოვსკი, დემირი; ნიკოლოვი, ბარდი; რადესკი, ბაბუნსკი (კოსტადინოვი 76), მარკოვსკი (გიორგიევი 46); ანგელოვი (ელმასი 46)
მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი
გოლები: 1:0 საულ ნიგეზი (10), 2:0 ასენსიო (16), 3:0 დეულოფეუ (35, პენ), 4:0 ასენსიო (54), 5:0 ასენსიო (72)
გაფრთხილება: მერე (3)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 14 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ჰარალდ ლეჩნერი (ავსტრია)