Eurohoops-ის ცნობით, 39 წლის არგენტინელი პაბლო პრიჯიონი თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” გაწრთვნის. წყაროს ცნობით, “ბასკონიას” ამჟამინდელი დამრიგებელი სიტო ალონსო კლუბიდან მიდის.
პრიჯიონი “ბასკონიას” ღირსებას 12 სეზონის განმავლობაში იცავდა, კლუბმა მისი მაისური უკვდავყო.
პაბლოს ასევე “რეალში”, “ნიუ იორკში”, “ჰიუსტონსა” და “კლიპერსში” უთამაშია.