ფეხბურთი

16:28 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლაასენი “ევერტონის” ფეხბურთელია

ამსტერდამის “აიაქსის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დევი კლაასენი კარიერას “ევერტონში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “კანფეტების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

მერსისაიდელებს 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 27 მილიონი ევრო დაუჯდათ და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

კლაასენმა გასულ სეზონში “აიაქსის” მაისური 50-ჯერ მოირგო, 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.135629