კალათბურთი

0:30 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ზაზა I’’-ს ფინალში ,,ჰიუნდაი’’  შეუერთდა

18 წლამდელთა ჩემპიონატის პლეი- ოფის მეორე ფინალისტის ვინაობაც მესამე, დამატებითი მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც ერთმანეთს ,,ჰიუნდაი’’ და ,,გორი’’ დაუპირისპირდნენ. 83 :67 გაიმარჯვა ,,ჰიუნდაიმ’’ და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ,,ზაზა I’’ იქნება.

მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ,,ჰიუნდაიმ’’ დიდი ანგარიშით 27:12 მოიგო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 26 ქულა ,,ჰიუნდაის’’ წარმომადგენელმა აკაკი ფიფიამ დააგროვა. თანაგუნდელთა შორის, 23 ქულით, ,,გორის’’ წარმომადგენელი ოთარ მაჭარაშვილი გამოირჩა.

ამრიგად, ფინალში თამაშის უფლება ,,ზაზა I’’-მა და ,,ჰიუნდაიმ’’ მოიპოვეს, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი შესაბამისად პირველ და მეორე ადგილებზე დაასრულეს.

მესამე ადგილისათვის კი ნახევარფინალში ხელმოცარული გუნდები ,,არმია’’ და ,,გორი’’ იბრძოლებენ.

0.120232