კალათბურთი

22:00 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ზაზა1" ფინალშია 

18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში "ზაზა1"-მა "არმია" სერიის მესამე მატჩში 71:67 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველ ტაიმში მომავალმა ფინალისტმა ერთი ქულის სხვაობით 32:31 შეძლო მეტოქის დამარცხება. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ზაზა 1-მა უფრო დამაჯერებელი ანგარიშით 23:14 მოიგო.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები, ,,არმიას’’ კალათბურთელები ვახტანგ გაფრინდაშვილიდა ნიკა ყირიმელი იყვნენ, რომლებმაც 19-19 ქულა დააგროვეს. "ზაზა 1"-ის შემადგენლობიდან 13-13 ქულით გიორგი მამალაძე და ნიკა მეცხვარიშვილი გამოირჩნენ.

თეგებიზაზა Iარმია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120837