“ფიორენტინას” 23 წლის თავდამსხმელით ფედერიკო ბერნარდესკით კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესდა. შპორტ.ეს-ის ინფორმციით, კატალონიური კლუბი იტალიელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს შეიძენს.
ფეხბურთელს “იებთან” კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და როგორც ესპანური მედია ვარაუდობს, “ფიორენტინას” 10 ნომერი დაახლოებით 40 მილიონ ევროდ იქნება შეფასებული.
მიმდინარე სეზონში ბერნარდესკიმ ყველა ტურნირის ჩათვლით 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.