ჭადრაკი

0:30 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცეჩემპიონი ხვდებიან

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ვაჟთა შორის, რომელსაც სტავანგერი (ნორვეგია) მასპინძლობს.

ამჯერად მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა. ისევ წააგო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა, რომელიც ამჯერად მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ვლადიმერ კრამნიკთან დამარცხდა. კარლსენს ჯერჯერობით მოგება არ აქვს შვიდი შეხვედრიდან ( ხუთი ყაიმი, ორი წაგება) 2.5 ქულა აქვს და მაქსიმ ვაშიე - ლაგრავთან ერთად აუტსაიდერია. კარლსენის ასეთი სუსტი თამაში ძალზე იშვიათია.

ამასობაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა ლევონ არონიანი, რომელმაც სერგეი კარიაკინი დაამარცხა.

მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ვაშიე- ლაგრავი- გირი- 0:1

კრამნიკი-კარლსენი -1:0

კარიაკინი-არონიანი- 0:1

ანანდი-ნაკამურა- 0.5:0.5

სო - კარუანა- 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

1.არონიანი- 5.0 ქულა

2.ნაკამურა - 4.5

3-4.გირი, კრამნიკი- 4.0-4.0

5.სო - 3.5

6-8.ანანდი, კარუანა, კარიაკინი - 3.0 -3.0

9-10.ვაშიე -ლაგრავი, კარლსენი-2.5-2.5

მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი:

გირი-კარუანა

ნაკამურა-სო

არონიანი-ანანდი

კარლსენი-კარიაკინი

ვაშიე-ლაგრავი-კრამნიკი

დიდ ინტერესს იწვევს კარლსენისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ კარიაკინის შეხვედრა.

0.119442