დღეს დაიწყო 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩების სერია. რეგულარული პირველობის გამარჯვებული ,,ორბი’’ მეოთხეადგილოსან ,,აკადემიას’’ შეხვდა. მართალია, ფავორიტად ,,ორბი’’ ითვლებოდა, მაგრამ ,,აკადემიამ’’ დამატებით დროში 85:81 დაამარცხა მეტოქე და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
შეხვედრა ,,ორბის’’ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მეორე მეოთხედში ,,აკადემიამ’’ თამაშში გარდატეხა შეიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ 42:37 დაწინაურდა. მეორე ტაიმში ,,ორბმა’’ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ძირითადი დრო ფრედ-73:73 დასრულდა. დამატებით დროში ,,აკადემია’’ უკეთ გამოიყურებოდა, რომელმაც უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვა.
,,აკადემიას’’ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა ლაშა მიქელაძემ (27 ქ, 19 მ), რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ,,ორბის’’ მხრიდან ყველაზე შედეგიანი გაბრიელ გორგაძე იყო რომლის ანგარიშზეც 22 ქულაა.
ამ გუნდების მეორე შეხვედრა 15 ივნისს ჩატარდება.