ფეხბურთი

22:40 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

აბიდალი "ბარსელონას" ელჩი გახდა

ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ერიკ აბიდალი კატალონიის "ბარსელონას" ელჩი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "ბლაუგრანას" ყოფილი მცველი სხვადასხვა ღონისძიებებზე კლუბის წარმომადგენელი იქნება.

აბიდალი "ბარსელონაში" 6 სეზონი თამაშობდა და 2013 წელს "მონაკოში" გადავიდა. ესპანური კლუბის მაისურით ფრანგმა 193 მატჩი ჩაატარა და თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.

0.115326