“მანჩესტერ “იუნაიტედის” შემადგენლობაში “ბენფიკას” მცველ ვიქტორ ლინდელოფის გადასვლის შემდეგ, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას კრის სმოლინგი ეზედმეტება. The Telegraph-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” მზად არიან ინგლისელი გუნდიდან გაუშვან.
მანჩესტერელებს სმოლინგთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ და მოთამაშე 17 მილიონ ევროდაა შეფასებული. 27 წლის ფეხბურთელით “ვესტ ბროვიჩი” და “ევერტონი” არიან დაინტერესებული.
სმოლინგმა “მანჩესტერში” 7 წელი გაატარა. გასულ სეზონში კი “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ორი გოლიც გაიტანა.