კალათბურთი

0:00 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისტთა ვინაობა 15 ივნისს გაირკვევა

კალათბურთში 18 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური წყვილის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს, რეგულარული ჩემპიონატის შესაბამისად მესამე და მეორეადგილოსანი, ,,გორი’’ და ,,ჰიუნდაი’’ დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გორელებს პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით 53:73 ჰქონდათ წაგებული მაინც შეძლეს რევანშის აღება, 74:70 დაამარცხეს მეტოქე და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 1:1.

შეხვედრა ,,გორის’’ უპირატესობით დაიწყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 42:35 დაწინაურდა. მეორე ტაიმში ქართლელებმა შეძლეს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობი შენარჩუნება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

გორელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ტატო ოთიაშვილმა შეასრულა, რომელმც 29 ქულითა და 15 ქულით, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ნახევარფინალური წყვილების მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 15 ივნისს ჩატარდება.

15 ივნისი

ზაზა I - ,,არმია’’

,,ჰიუნდაი’’ - ,,გორი’’

0.128532