ვაჟთა შორის 18 წლამდე კალათბურთელთა საქართველოს ჩემპიონტის პლეი ოფის ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ,,არმიამ’’ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ზაზა I-ს უმასპინძლა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა რეგულარულის ჩემპიონმა გამანადგურებელი ანგარიშით 82:53 მოიგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრი თვლიდა, რომ ზაზა I მეორე შეხვედრასაც იოლად მოიგებდა, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. ,,არმიამ’’ შეძლო რევანშის აღება, 60:58 დაამარცხა მეტოქე და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
პირველ ტაიმში ზაზა I ზედმეტად თვითდაჯერებული ჩანდა და ამიტომაც დაისაჯა. დროის ეს მონაკვეთი ,,არმიამ’’ დიდი ანგარიშით 33:18 მოიგო. მდევრის როლში მყოფი ზაზა I მეორე ტაიმში ბევრს ეცადა, მაგრამ დამარცხებას მაინც ვერ გადაურჩა.
ამ შეხვედრაში 18-18 ქულით ყველაზე შედეგიანები ,,არმიას’’ კალათბურთელები ბექა ჭაჭუა და ვახტანგ გაფრინდაშვილი იყვნენ. ვახტანგმა დაგროვილ ქულებს 11 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ამ გუნდებს შორის გამარჯვებულს მესამე დამატებითი შეხვედრა გამოავლენს.