ჭადრაკი

16:50 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავს

გრძელდება ვაჟთა შორის გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც სტავანგერი (ნორვეგია) მასპინძლობს. შეიძლება ამ ტურნირს მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი ეწოდოს, რადგან მასში პირველი ათეულის რვა წარმომადგენელი მონაწილეობს.

აღნიშნულ ტურნირზე მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. ერთპიროვნული ლიდერი ნაკამურა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ კარიაკინს დაუზავდა. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა არონიანმა, რომელმაც კრამნიკს მოუგო და ლიდერობაში ნაკამურას შეუამხანაგდა.

მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) - სერგეი კარიაკინი (რუსეთი)-0.5:0.5

ლევონ არონიანი (სომხეთი) - ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი)-1:0

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) - მაქსიმ ვშიე-ლაგრავი(საფრანგეთი)-0.5:0.5

ანიშ გირი (ნიდერლანდები) - უესლი სო (აშშ) 0.5:0.5

ფაბიანო კარუანა (აშშ) - ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი)0:1

სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ:

1-2.ნაკამურა, არონიანი - 4.0-4.0

3-6. სო, გირი, კრამნიკი, კარიაკინი- 3.0-3.0

7-10. კარუანა, ანანდი, ვაშიე-ლაგრავი, კარლსენი-2.5-2.5

მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ვაშიე-ლაგრავი - გირი

კრამნიკი - კარლსენი

კარიაკინი - არონიანი

ანანდი - ნაკამურა

სო - კარუანა

0.121757