16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხედფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა ჩატარდა და გაირკვა იმ მეოთხე გუნდის ვინაობა, რომელიც ნახევარფინალში იასპარეზებს. ეს არის ,,ქუთაისი’’, რომელმაც ,,რუსთავი I’’ 68:66 დაამარცხა.
შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ 46:41 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ქვემოქართლელები ბევრს ეცადნენ თამაშში გარდატეხა შეეტანათ, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ქვემოქართლელთა წარმომადგენელი ზურა ვაშაკიძე იყო, რომელმაც 24 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ვაშაკიძეს ერთი ქულით ჩამორჩა ქუთაისელი ალექსანდრე მერკვილაძე, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და 20 მოხსნაა.
,,ქუთაისამდე’’ ნახევარფინალში თამაშის უფლება ,,ორბიმ’’, ,,დინამომ’’ და ,,აკადემიამ’’ მოიპოვეს. ამ ეტაპზე ,,ორბი’’ დაუპირისპირდება ,,აკადემიას’’, ხოლო ,,დინამოს’’ მეტოქე ,,ქუთაისი’’ იქნება. ამჯერად შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება. ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები 14 ივნისს ჩატარდება.
14 ივნისი
,,ორბი’’ - ,,აკადემია’’
,,დინამო’’ - ,,ქუთაისი’’