65 წლის კლაუდიო რანიერი ფრანგული “ნანტის” მთავარი მწვრთნელი გახდება, აღნიშნულ ინფორმაციას INFOSPORT+ ავრცელებს. იტალიელი სპეციალისტი ფრანგულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, შეთანხმების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რანიერი ბოლოს “ლესტერს” წვრთნიდა, სადაც 2015/16 წლების სეზონში პრემიერლიგა მოიგო, ხოლო ამა წლის თებერვალში კლუბიდან ცუდი შედეგებისთვის დაითხოვეს.