საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის მსურველთა სია გაიზარდა. თურქული და იტალიური მედიის ინფორმაციით, 27 წლის ფორვარდის შეძენის სურვილს თურქეთის სუპერლიგის ბინადარი “ტრაბზონსფორი” გამოთქვამს.
მეტიც, Karadenizdesonnokta.com.tr-ს ცნობით, თურქულმა კლუბმა “ემპოლის” უკვე ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა და მზადაა მჭედლიძის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო გაიღოს.
აქვე გეტყვით, რომ აქამდე, ახსენებდნენ იტალიური “ბოლონიას” ვარიანტს და იტალიელი ჟურნალისტების თქმით, უპირატესობას სწორედ ემილიური კლუბი ფლობს. და მაინც, სად გააგრძელებს კარიერას ლევანი უახლოეს ხანებში გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე “ემპოლიში” 2010 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში კი, 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა.