სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა ლევან შენგელიამ. "ტეჯონ სიტიზენის" 21 წლის ქართველმა გარემარბმა "სუვონ სიტისთან" გამოიჩინა თავი.
"ტეჯონ სიტიზენმა" ეს შეხვედრა 4:3 მოიგო, შენგელიასთვის კი ეს მესამე გოლია მიმდინარე წელს. ის იანვარში ბელგიური "ტიუბიზიდან" გადავიდა კორეულ კლუბში.
შეგახსენებთ, შენგელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, შარშან ორი გოლიც გაიტანა - სან-მარინოსთან და უკრაინასთან შეხვედრებში.