ფინეთი-უკრაინის შესარჩევი მატჩის (1:2) შემდეგ, ტრიბუნებთან არეულობა დაიწყო. უკრაინელ ფანებს მოედანზე შესვლა და ფეხბურთელებისთვის მილოცვა სურდათ, თუმცა რა თქმა უნდა, ფინელი სტიუარდები არ უშვებდნენ და მათ შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
ამ დროს უკრაინის ნაკრების მწვრთნელი, ლეგენდარული ანდრეი შევჩენკო მივიდა ტრიბუნასთან და უკრაინელი ფანების შეჩერება ითავა. "შევას" ავტორიტეტმა გაჭრა და სიტუაცია განიმუხტა. ვიდეოზე შევჩენკო კარგად ჩანს და მისი სიტყვებიც ისმის.