“როლან გაროსის” 20 წლის ჩემპიონმა ლატვიელმა ელენა ოსტაპენკომ განახლებულ რეიტინგში, 33 პოზიციით წინ წაიწია და მე-12 ადგილზეა. “როლან გაროსის” ფინალისტმა სიმონა ჰალეპმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. სერენა უილიამსი მეორე ადგილიდან მეოთხეზე გადავიდა. ტურნირიდან ტურნირამდე სერენა რეიტინგს დაკარგავს, რადგან ის ორსულადაა და წელს ვეღარ ითამაშებს.
- ანგელიკა კერბერი – 7035 ქულა
- სიმონა ჰალეპი – 6850
- კაროლინა პლისკოვა - 6690
- სერენა უილიამსი - 4810
- ელინა სვიტოლინა – 4765
- დომინიკა ციბულკოვა – 4420
- კაროლინა ვოზნიაცკი – 4345
- იოჰანა კონტა – 4430
- სვეტლანა კუზნეცოვა – 4310
- აგნეშკა რადვანსკა – 3985
12.ელენა ოსტაპენკო – 3155