დიდი დაძაბულობაა I ჯგუფში, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოყოფილი ერთნახევარი ადგილისთვის ოთხი გუნდი გააფთრებით იბრძვის. ხორვატია, ისლანდია, თურქეთი და უკრაინა.
ისლანდიის ნაკრები როგორც ჩანს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მუნდიალსაც სერიოზულად უმიზნებს. კუნძულელებმა მაგნუსონის ბოლო წუთზე გატანილი გოლით რეიკიავიკში ლიდერ ხორვატიას მოუგეს და ქულებით გაუთანაბრდნენ.
ამასობაში, ისლანდიასა და ხორვატიას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან თურქეთი და უკრაინა. პირველმა კოსოვოში გაისეირნა და მეტოქე 4:1 გაანდგურა. ხოლო ანდრეი შევჩენკოს შეგირდებს მძიმე თამაში ჰქონდათ ჰელსინკში, მაგრამ ბესედინის გოლით სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს და ფინეთიდან სამი ქულა წამოიღეს.
წინ კიდევ ოთხი ტურია და წესით ამ ჯგუფში ძალზე დიდი ამბები გველოდება. ყოველშემთხვევაში, სატურნირო ცხრილში ძალზე ჩამოცხა...
ფინეთი - ურკაინა 1:2 (0:0) VIDEO
გოლები: 0:1 კონოპლიანკა (51), 1:1 პოიანპალო (72), 1:2 ბესედინი (75)
ისლანდია - ხორვატია 1:0 (0:0) VIDEO
გოლი: 1:0 მაგნუსონი (90)
კოსოვო - თურქეთი 1:4 (1:2) VIDEO
გოლები: 0:1 შენი (6), 1:1 რაჰმანი (22), 1:2 ჯენგიზი (31), 1:3 ილმაზი (61), 1:4 ტუფანი (82)
1. | ხორვატია | 6 | 4 | 1 | 1 | 11:2 | 13 | |
2. | ისლანდია | 6 | 4 | 1 | 1 | 9:6 | 13 | |
3. | თურქეთი | 6 | 3 | 2 | 1 | 11:6 | 11 | |
4. | უკრაინა | 6 | 3 | 2 | 1 | 9:5 | 11 | |
5. | ფინეთი | 6 | 0 | 1 | 5 | 4:10 | 1 | |
6. | კოსოვო | 6 | 0 | 1 | 5 | 3:18 | 1 |
მომდევნო ტური - 2 სექტემბერი
ფინეთი - ისლანდია
ხორვატია - კოსოვო
უკრაინა - თურქეთი