მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ძალზე საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს D ჯგუფში. ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებია. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის შედეგზე უკვე ვიცით - მოლდოვასთან ფრე (2:2), რომელმაც გაორებული გრძნობა დატოვა...
რაც შეეხება მეექვსე ტურის დანარჩენ ორ მატჩს - ორივე ფრედ დასრულდა და ორივეგნა ერთი სცენარი იყო. დუბლინში, ავსტრიის ნაკრებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და ამიტომაც, თავიდანვე შეუდგა საქმეს. „ოსტერაიხი“ პირველი ტაიმის შუაწელს დაწინაურდა კიდეც და დიდხანს იგებდა, მაგრამ 85-ე წუთზე ჯონ უოლტერსმა კელტებს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა. შესაბამისად, მარტინ ონილის გუნდი ისევ დაუმარცხებელია და ლიდერობას სერბეთის ნაკრებთან ერთად იყოფს.
თავის მხრივ, სერბეთიც მატჩის ბოლოს გადაურჩა შინაურ კედლებში მარცხს - ბელგრადში აარონ რემზის პენალტით თავიდან უელსის ნაკრები იგებდა, მაგრამ მიტროვიჩმა გამარჯვება არ დაანება და სერბები ლიდერებად დატოვა. და მაინც, ავსტრიისა და უელსის ნაკრებები უშანსოდ ნამდვილად არ არიან, ოღონდ ეგაა, დარჩენილ ოთხ ტურში ქულათა მაქსიმუმზე მოუწევთ ზრუნვა...
საქართველოს ნაკრებს კი, ნუგეშად მხოლოდ ის თუ გამოდგება, რომ მოლდოვის ნაკრებს ისევ უსწრებს - ერთი ქულით.
ირლანდია - ავსტრია 1:1 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (31), 1:1 უოლტერსი (85)
მოლდოვა - საქართველო 2:2 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 გინშარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (65), 2:2 ყაზაიშვილი (70)
სერბეთი - უელსი 1:1 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 რემზი (35, პენ), 1:1 მიტროვიჩი (74)
1. | სერბეთი | 6 | 3 | 3 | 0 | 13:7 | 12 | |
2. | ირლანდია | 6 | 3 | 3 | 0 | 8:4 | 12 | |
3. | უელსი | 6 | 1 | 5 | 0 | 9:5 | 8 | |
4. | ავსტრია | 6 | 2 | 2 | 2 | 9:8 | 8 | |
5. | საქართველო | 6 | 0 | 3 | 3 | 6:10 | 3 | |
6. | მოლდოვა | 6 | 0 | 2 | 4 | 4:15 | 2 |
მომდევნო ტური - 2 სექტემბერი
საქართველო - ირლანდია
სერბეთი - მოლდოვა
უელსი - ავსტრია