ფეხბურთი

21:27 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს. როგორც ესპანური Marca იუწყება, შვედი ფეხბურთელი დიდი ალბათობით MLS-ში "ლოს ანჯელეს გალაქსის" მაისურით ითამაშებს.

უკვე ოფიციაურად ცნობილია, რომ შვედი თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალი სეზონიდან აღარ იქნება და ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. იტალიური მედია იუწყებოდა, რომ შესაძლოა იბრა კვლავ "მილანში" დაბრუნდეს, თუმცა ამერიკული ვარიანტი უფრო რეალურია.

ზლატანმა "წითელი ეშმაკების" რიგებში გასულ სეზონში 46 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტიტულს რაც შეეხება, იბრაჰიმოვიჩმა ინგლისის ლიგის თასი, სუპერთასი და ევროპა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11592