ქართველ პროფესიონალ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ამერიკულმა სასამართლოს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა და თავად მოკრივის ფეისბუქ-გვერდზეც დადასტურდა სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამერიკაში დაკავებულ 30 ადამიანს შორის ქართველი სპორტსმენები ხურციძე და ლევან მაყაშვილიც იყვნენ. პროკურორის ინფორმაციით, ავთანდილი ქართულ-რუსული კრიმინალური დაჯგუფებასთან თანამშრომლობდა. Boxingscene-ს ინფორმაციით, ხურციძის საქმეში არსებობს მამხილებელი ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია თუ როგორ სცემს სამართალდამცავთა ინფორმატორს ბრალდებული.
შესაბამისად, ქართველი 200 000 დოლარის სანაცვლოდ გირაოთი არ გამოუშვეს, რადგან სპორტსმენი საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნიეს. ასეთ ბრალდებებს ავთანდილის ადვოკატმა უსაფუძლო უწოდა და როგორც ცნობილია საქმე რამდენიმე კვირაში კვლავ გადაიხედება.