ფეხბურთი

12:50 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი, შესარჩევი ეტაპი: დრამატული ბრიტანული დერბი და გერმანიის გოლების წვიმა (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები სამ ქვეჯგუფში გაიმართა. ლიდერობა განიმტკიცეს გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებმა, ხოლო ინგლისმა ბრიტანულ დერბში ორი ქულა დაკარგა და სლოვაკეთს მიახლოების საშუალება მისცა.

C ჯგუფი

გერმანიის ნაკრები შეიძლება ითქვას მსოფლიოს ჩემპიონატზე. მოქმედ ჩემპიონს მორიგი გასეირნება სან მარინოსთან ჰქონდა - 7:0. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ მაჩანჩალა მეტოქეს 7 უპასუხო გოლი მაინც გაუტანა.

ამავე ჯგუფში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ბოლო წუთზე მოიპივა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა და მეორე ადგილი განიმტკიცა. ირლანდიელებმა ბაქოში, აზერბაიჯანს აჯობეს.

ნორვეგიისა და ჩეხეთის შეხვედრაში კი, გამარჯვებული არ გამოვლენილა. შესაბამისად, მოპოვებული ქულით კმაყოფილი არცერთი უნდა დარჩენილიყო, რადგან მათი სატურნირო მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არაა.

აზერბაიჯანი - ჩრდ. ირლანდია 0:1 (0:0) VIDEO

გოლი: 0:1 დალასი (90)

ნორვეგია - ჩეხეთი 1:1 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 გებრე სელასიე (36), 1:1 სუდერლუნდი (55)

გერმანია - სან მარინო 7:0 (4:0) VIDEO

გოლები: 1:0 დრაქსლერი (11), 2:0 ვაგნერი (16), 3:0 ვაგნერი (29), 4:0 იუნესი (38), 5:0 მუსტაფი (47), 6:0 ბრანდტი (72), 7:0 ვაგნერი (85)

1. გერმანია 6 6 0 0 27:1 18
2. ჩრდ. ირლანდია 6 4 1 1 11:2 13
3. ჩეხეთი 6 2 3 1 9:5 9
4. აზერბაიჯანი 6 2 1 3 3:9 7
5. ნორვეგია 6 1 1 4 6:10 4
6. სან მარინო 6 0 0 6 1:30 0

მომდევნო ტური - 1 სექტემბერი

ჩეხეთი - გერმანია

ნორვეგია - აზერბაიჯანი

სან მარინო - ჩრდ. ირლანდია

E ჯგუფი

პოლონეთის ნაკრებმა კრიზისში მყოფი რუმინეთი ვარშავაში ადვილად დაამარცხა. ყველაფერი რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქეს ჰეთ-თრიქი შეუსრულა. „ბაიერნის“ ფორვარდმა სამიდან ორი გოლი პენალტით გაიტანა. ერთადერთი რაც „ვლახებმა“ შეძლეს, ეს სტანჩუს პრესტიჟის გოლი იყო.

მნიშვნელოვანი გამარჯვებები იზეიმეს დანიისა და მონტენეგროს ნაკრებებმა და წესით მეორე ადგილიც მათ უნდა გაითამაშონ. სკანდინავიელებმა ყაზახეთში მოიგეს, ხოლო სტევან იოვეტიჩის ჰეთ-თრიქით მონტენეგრომ შინ სომხეთი განაადგურა.

ყაზახეთი - დანია 1:3 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 იორგენსენი (27), 0:2 ერიკსენი (61, პენ), 1:2 კუატი (76), 1:3 დოლბერგი (81)

მონტენეგრო - სომხეთი 4:1 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 ბეჩირაი (2), 2:0 იოვეტიჩი (28), 3:0 იოვეტიჩი (54), 4:0 იოვეტიჩი (82), 4:1 კორიანი (89)

პოლონეთი - რუმინეთი 3:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (29, პენ), 2:0 ლევანდოვსკი (57), 3:0 ლევანდოვსკი (62, პენ), 3:1 სტანჩუ (77)

1. პოლონეთი 6 5 1 0 15:7 16
2. მონტენეგრო 6 3 1 2 14:7 10
3. დანია 6 3 1 2 10:6 10
4. რუმინეთი 6 1 3 2 7:7 6
5. სომხეთი 6 2 0 4 7:14 6
6. ყაზახეთი 6 0 2 4 4:16 2

მომდევნო ტური - 1 სექტემბერი

ყაზახეთი - მონტენეგრო

დანია - პოლონეთი

რუმინეთი - სომხეთი

F ჯგუფი

სლოვაკეთის ნაკრებმა ლიტვაში მოიგო და ინგლისს ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, ამ მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრების თავკაცის ვაჟმა, უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა გახსნა. მეორე ტაიმში კი, მარეკ ჰამშიკმაც გაიტანა.

ამ ჯგუფის და საერთოდ, დღის გამორჩეულმა შეხვედრამ კი, მოლოდონი სრულად გაამართლა - ბრიტანული დერბი დრამატული გამოდგა. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის გოლით თავიდან ინგლისი დაწინაურდა და ახლოსაც იყო სამ ქულასთან, მაგრამ შეხვედრის ბოლო სამ წუშთი გრიფიტსმა დუბლი გაიფორმა და წინ სქოთები გავიდნენ. და მაინც, მსაჯის კომპენსირებულ დროში კაპიტანმა ჰარი კეინმა გარეთ საუთგეიტის გუნდი პრინციპულ მეტოქესთან მარცხისგან იხსნა - 2:2.

შოტლანდია - ინგლისი 2:2 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (70), 1:1 გრიფიტსი (87), 2:1 გრიფიტსი (90), 2:2 კეინი (90)

სლოვენია - მალტა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (45), 2:0 ნოვაკოვიჩი (84)

ლიტვა - სლოვაკეთი 1:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 ვაისი (32), 0:2 ჰამშიკი (58), 1:2 შერნასი (90)

1. ინგლისი 6 4 2 0 10:2 14
2. სლოვაკეთი 6 4 0 2 12:4 12
3. სლოვენია 6 3 2 1 6:3 11
4. შოტლანდია 6 2 2 2 9:10 8
5. ლიტვა 6 1 2 3 6:11 5
6. მალტა 6 0 0 6 2:15 0

მომდევნო ტური - 1 სექტემბერი

ლიტვა - შოტლანდია

მალტა - ინგლისი

სლოვაკეთი - სლოვენია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.460776