ჭადრაკი

18:46 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

დასრულდა ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქ მინსკმა უმასპინძლა.

8,5-8,5 ქულით I-III ადგილები ბაადურ ჯობავამ (2713), მაქსიმ მატლაკოვმა (2714, რუსეთი) და ვლადიმირ ფედოსეევმა (2690, რუსეთი) გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით პირველი ადგილი მატლაკოვს ერგო, ჯობავამ ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო ფედოსეევი მესამე ადგილზე გავიდა.

ამ ჩემპიონატის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

0.132867