ფეხბურთი

11:27 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, H ჯგუფი: ბელგია უკონკურენტოდ (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სამთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. გუშინ შეხვედრები სამ ქვეჯგუფში ჩატარდა. A ჯგუფი და B ჯგუფებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა უკვე H ჯგუფზეც გიამბობთ...

H ჯგუფი

H ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი და ლიდერი ჰყავს - ბელგიის ნაკრები უპრობლემოდ გავა პირველ ადგილზე თუ რაიმე სასწაული არ მოხდა. ამჯერად „წითელმა ეშმაკებმა“ მორიგი სამი ქულა ტალინში მოიპოვეს, სადაც ესტონეთის სუსტ ნაკრებს ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე აჯობეს.

მეორე ადგილისთვის კი, ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული: საბერძნეთსა და ბოსნიას შორის. ამიტომაც, ამ გუნდთა ჯახი დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ გუნდებმა 90 წუთი ისე გალიეს, გოლი ვერ გაიტანეს. ამან უფრო მეტად ბერძენთა წისქვილზე დაასხა წყალი.

ამავე ჯგუფის მესამე შეხვედრაში კი, კვიპროსის ნაკრებმა რის ვაი-ვაგლახით მოუგო სტუმრად გიბრალტარის ნაკრებს - 1:2. გადამწყვეტი გოლი კიპრიოტებმა 87-ე წუთზე გაიტანეს და სამი ქულა სოტირიუს წყალობით ირგუნეს.

გიბრალტარი - კვიპროსი 1:2 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 ჩიპოლინა (10, ა.გ), 1:1 ერნანდესი (30), 1:2 სოტირიუ (87)

ესტონეთი - ბელგია 0:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 მერტენსი (31), 0:2 ჩადლი (86)

ბოსნია - საბერძნეთი 0:0 (0:0) VIDEO

1. ბელგია 6 5 1 0 24:2 16
2. საბერძნეთი 6 3 3 0 10:3 12
3. ბოსნია 6 3 2 1 13:5 11
4. კვიპროსი 6 2 1 3 5:9 7
5. ესტონეთი 6 1 1 4 5:17 4
6. გიბრალტარი 6 0 0 6 3:24 0

მომდევნო ტური - 31 აგვისტო

ბელგია - გიბრალტარი

კვიპროსი - ბოსნია

საბერძნეთი - ესტონეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.147252