მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სამთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. გუშინ შეხვედრები სამ ქვეჯგუფში ჩატარდა. A ჯგუფზე უკვე გესაუბრეთ, ახლა კი, B ჯგუფის შესახებაც ვთქვათ...
B ჯგუფი
დრო გადის, B ჯგუფში კი, სიტუაცია არ იცვლება: შვეიცარია ლიდერია, ევროპის ჩემპიონი პორტუგალია - მდევარი. ამჯერადაც ორივემ მოიგეს თავიანთი მატჩები. შვეიცარიელებმა ფარერებს მოუგეს კუნძულზე, ხოლო ლუზიტანელებმა რიგაში, ლატვიის ნაკრებს. პორტუგალიელთა შორის, დუბლით გამოირჩა კრიშტიანუ რონალდუ და სანაკრებო დონეზე 73 გოლი დაუგროვდა. შვეიცარიის ნაკრები პორტუგალიას 3 ქულით სჯაბნის და ალბათ ყველაფერს ბოლო ტური გაარკვევს: 10 ოქტომბერს ამ გუნდთან მატჩი ლისაბონში ჩატარდება.
ამავე ჯგუფში კი, სენსაცია დაფიქსირდა: ევრო 2016-ის მერვედფინალისტი უნგრეთის ნაკრები არც მეტი, არც ნაკლები ანდორასთან დამარცხდა - 0:1. ანდროელებმა 2004 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგეს. საერთოდაც, ანდორის ნაკრებს უკვე 4 ქულა აქვს ჯგუფში, რადგან მარტში ფარერებთან ქულა მოიპოვა და მაშინ წაგებების ხანრგძლივი სერია დაასრულა. ამჯერად კი, ისტორიაში მორიგი ფურცელი ჩაწერა და საფეხბურთო სამყარო გააოცა...
ანდორა - უნგრეთი 1:0 (1:0) VIDEO
გოლი: 1:0 რებესი (26)
ლატვია - პორტუგალია 0:3 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 რონალდუ (41), 0:2 რონალდუ (63), 0:3 ანდრე სილვა (67)
ფარერები - შვეიცარია 0:2 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 ჯაკა (36), 0:2 შაქირი (59)
1. | შვეიცარია | 6 | 6 | 0 | 0 | 12:3 | 18 | |
2. | პორტუგალია | 6 | 5 | 0 | 1 | 22:3 | 15 | |
3. | უნგრეთი | 6 | 2 | 1 | 3 | 8:7 | 7 | |
4. | ფარერები | 6 | 1 | 2 | 3 | 2:10 | 5 | |
5. | ანდორა | 6 | 1 | 1 | 4 | 2:13 | 4 | |
6. | ლატვია | 6 | 1 | 0 | 5 | 2:12 | 3 |
მომდევნო ტური - 31 აგვისტო
უნგრეთი - ლატვია
პორტუგალია - ფარერები
შვეიცარია - ანდორა