ფეხბურთი

10:00 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, A ჯგუფი: საფრანგეთი შვედეთში დაეცა (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სამთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. გუშინ შეხვედრები სამ ქვეჯგუფში ჩატარდა. მივყვეთ თანმიმდევრობით და დავიწყოთ A ჯგუფით...

საფრანგეთის ნაკრებს ერთი შეხედვით საგანგაშო სიტუაცია არ ჰქონდა, მაგრამ მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალზე გასასვლელად ოფილის დაღვრა მაინც მოუწევს. მეექვსე ტურში დიდიე დეშამის გუნდმა პირველი მარცხი განიცადა. სტოქჰოლმში, შვედეთთან შეხვედრა „მამლებისთვის“ კარგად დაიწყო და ოლივიე ჟირუს ულამაზესი გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ სკანდინავიელებმა ბოლომდე იბრძოლეს. ჯერ, ტაიმის ბოლოს წონასწორობა აღადგინეს, მერე, შეხვედრის ბოლო წუთზე ოლა ტოივონენმა საერთოდ სამი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს.

ჰოლანდიის ნაკრებმა კი, როტერდამში, ლუქსემბურგი დაიბრიყვა და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. მათ შორის პირველი-ორი ვეტერანების, არიენ რობენისა და ვესლი სნედირის ანგარიშზეა. შედეგად, ჰოლანდიამ 10 ქულა დააგროვა და მუნდიალზე გასვლის შანსი დაიტოვა.

სამაგიეროდ, მდგომარეობა დაიმძიმა ბულგარეთის ნაკრებმა, რომელმაც მინსკში ბელარუსის ნაკრებთან ვერაფერი გააწყო და შინ უქულოდ მოუწია დაბრუნება. A ჯგუფს ორი ლიდერი ჰყავს: საფრანგეთი და შვედეთი. ჰოლანდიასა და ბულგარეთს კი, ბრძოლის შანსი ჯერ კიდევ გააჩნიათ.

ბელარუსი - ბულგარეთი 2:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 სივაკოვი (33, პენ), 2:0 სავიცკი (80), 2:1 დიაკოვი (90)

შვედეთი - საფრანგეთი 2:1 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 ჟირუ (37), 1:1 დურმაზი (43), 2:1 ტოივონენი (90)

ჰოლანდია - ლუქსემბურგი 5:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 რობენი (21), 2:0 სნეიდერი (34), 3:0 ვეინალდუმი (62), 4:0 პრომესი (70), 50 იანსენი (84)

1. შვედეთი 6 4 1 1 12:4 13
2. საფრანგეთი 6 4 1 1 11:5 13
3. ჰოლანდია 6 3 1 2 13:6 10
4. ბულგარეთი 6 3 0 3 9:12 9
5. ბელარუსი 6 1 2 3 4:11 5
6. ლუქსემბურგი 6 0 1 5 6:17 1

მომდევნო ტური - 31 აგვისტო

ბულგარეთი - შვედეთი

საფრანგეთი - ჰოლანდია

ლუქსემბურგი - ბელარუსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.196272