ერთი ტურიც და დასრულდება ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, რომელსაც ქალაქი მინსკი (ბელარუსი) მასპინძლოს.
შესანიშნავად თამაშობს საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა, რომელმაც, მეათე ტურში, შავებით ანტონ დიმჩენკოს (2629, რუსეთი) მოუგო, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, 8.0 ქულა დააგროვა და მაქსიმ მატლაკოვთან (2714, რუსეთი) ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ხუთ მოჭადრაკე: ივან ჩეპარინოვს (2688, ევროპის საჭადრაკო კავშირი), ვლადიმირ ფედოსეევს (2690, რუსეთი), დავიდ ნავარას (2739, ჩეხეთი), ჯან კრისტოფ დუდას (2693,პოლონეთი) და დევიდ ჰოუელს (2684, ინგლისი). ამ მოჭადრაკეებიდან ერთ-ერთი მე-11 ტურის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონი გახდება. რაღა თქმა უნდა, მთელი საქართველო ჯობავას გულშემატკივრობს, რომელიც ევროპის ჩემპიონი აქამდე არასოდეს ყოფილა. ქართველი მოჭადრაკეებიდან ეს ტიტული მხოლოდ ზურაბ აზმაიფარაშვილს აქვს მოპოვებული და ისიც ერთხელ.
ბოლო ტურში ჯობავა თეთრებით მატლაკოვს ეთამაშება.
ამ ტურში სხვა, ქართველი მოჭადრაკეების უმეტესობამ ცუდად ითამაშეს. მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად დამარცხდნენ ჯოჯუა და პაიჭაძე, რომლებიც, როგორც ბოლო ტურებში მათზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს ეთამაშებოდნენ.
მეათე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ანტონ დემჩენკო(2629, რუსეთი) -ბაადურ ჯობავა(2713) 0:1
რუსლან პონომარიოვი(2712, უკრაინა) - მიხეილ მჭედლიშვილი(2605) 1:0
დავით ჯოჯუა(2581)- იგორ კოვალენკო(2657), ლატვია) 0:1
ლუკა ლენიჩი(2641, სლოვენია) - ლუკა პაიჭაძე(2568) 1:0
თამაზ გელაშვილი(2563) - მუსტაფა ვილმაზი (2617, თურქეთი)0:1
ზურაბ სტურუა(2555) - ზდენკო კოზული(2617, ხორვატია) 1:0
ზბუნეკ ჰრაჩეკი(2612, სლოვაკეთი) - თორნიკე სანიკიძე(2518) 1:0
ლევან ფანცულაია(2594) - ანდრეას დირმაირი(2472, ავსტრია) 0.5:0.5
ილია სმირნი(2676, ისრაელი) - ნოე თუთისანი(2347) 1:0
სერგეი ულასევიჩი(2125, ბელარუსი) - მერი არაბიძე(2374) 0:1
ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ჯობავა - მაქსიმ მატლაკოვი(2714, რუსეთი)
სტურუა - კონსტანტინ ლუპულესკუ(2631, რუმინეთი)
ელტაჯ საფარლი (2668, თურქეთი) - გელაშვილი
პაიჭაძე - ვადიმ ზვიაგინცევი(2661, რუსეთი)
მჭედლიშვილი - ანდრეი ესიპენკო (2509, რუსეთი)
კემი კამ ალი მარანდი(2479, თურქეთი) - ჯოჯუა
ალექსანდრა გარიაჩკინა (2470, რუსეთი) - ფანცულაია
სანიკიძე - არტურ დავთიანი (2216, სომხეთი)
არაბიძე - ნიკოლას თეოდორუ(2495, საბერძნეთი)
თუთისანი - დიმიტრიოს ბალოკასი (2219, საბერძნეთი)